Uncategorized

უხილავი ბავშვები

თბილისის ერთ სკოლაში მოსწავლეთა მშობლებმა ერთმანეთს ისე სცემეს, რომ პატრულის გამოძახება გახდა საჭირო. შემთხვევა მშობელთა კრებაზე მოხდა. ერთმანეთს რიგითი, ტიპიური განვითარების მოსწავლის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლები დაუპირისპირდნენ.  მშობლების უმეტესობა კლასიდან ჰიპერ აქტიური სინდრომის მქონე თეკლას გადაყვანას მოითხოვდა.

-” ამდენი წელი ხო ვიტანდით შენ შვილს, ახლა შენ შედი ჩვენ მდგომარეობაში და წაიყვანე აქედან! მაინც ვერაფერს სწავლობს და ჩვენ შვილებსაც ხელს უშლის, ტყულად ცდებიან მასწავლებლები მაგაზე, სხვა ბავშვებისთვის დრო აღარ რჩებათ, მაგის დაწყნარებას უნდებიან, ყელში აქვთ ამოსული მაგისი სიგიჟეები!”

თეკლას დედა ჯერ მშვიდად უხსნიდა, რომ გაეროს  შშმ პირთა უფლებების კონვენციის 24-ე მუხლის და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, მის შვილსაც ისევე ჰქონდა განათლების მიღების უფლება, როგორც სხვა დანარჩენ ბავშვებს. თუმცა ეს აქამდეც არა ერთხელ ეთქვა. ამჯერად, კლასის მშობლები იმდენად პრინციპულები იყვნენ, რომ საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა და მშობელთა კრება საპატრულო პოლიციაში გაგრძელდა.

“რას აკეთებდა ასეთს მეცხრე კლასელი თეკლა?” – ვკითხე ამ ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს, მეორე დღეს რომ ყვებოდა მომხდარს.

– “ქცევის დარღვევა აქვს. დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომა არ შეუძლია.  გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ჭამს. ყურადღებას იქცევს. აქამდეც ცუდად იქცეოდა, მაგრამ რაც გარდატეხის ასაკი დაეწყო, არც მინდა თქმა, რას აკეთებს. ბოლო დროს ფანჯრის რაფაზე ადის და გადახტომით იმუქრება, ამის გამო გაკვეთილები იშლება. გვეცოდებოდა, ხმას არ ვიღებდით. 9 კლასის განათლება ხომ მიიღო? წავიდეს ახლა და მისცეს ჩვენ შვილებს სწავლის საშუალება” –  მიყვება აღშფოთებული მშობელი.

– სად უნდა წავიდეს? იქნებ ეს გარემო მისთვის ყველაზე ახლობელია? იქნებ სხვაგან უფრო ცუდად იგრძნოს თავი? იქნებ დარჩენილი 3 წელი ახდენს გარდამტეხ პოზიტიურ გავლენას მის ცხოვრებაში? ან თქვენ რა კომპეტენცია გაქვთ, რომ აიძულებთ სკოლა დატოვოს? ვინ გითხრათ, რომ სკოლა მხოლოდ “ჯანმრთელი” ბავშვებისთვის არის? იქნებ სკოლას მოსთხვოთ სასწავლო პროცესის დახვეწა, ბავშვი რატომ უნდა გაწიროთ?

-“არა გენაცვალე, მარტო მაგათ ხომ არა აქვთ უფლებები, ჩვენც ხომ გვაქვს?! მე ის ვიცი, რომ არ მინდა, ჩემი შვილი მთელი დღე ეგეთს უყურებდეს. სადაც უნდა იქ წავიდეს. მაგისგან მაინც არაფერი გამოვა.. სკოლაა ეს და არა საგიჟე!”

—————————–

გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. ცრუ შიშებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გადამდებია, ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს. სტერეოტიპული მიგომებს კი კულტურული და რელიგიური ნორმები კვებავს. თეკლასაც იმ 9 სასწავლო  წლის განმავლობაში ხან ყალბად, ღვთის საჩუქარს ეძახდნენ,  ხან ღმერთი გამოცდას უწყობს მის მშობლებსო, ზურგს უკან იმასაც ამბობდნენ, ალბათ, მაგათ მამა-პაპას დიდი ცოდვა აწევს კისერზე და იმის სასჯელად გაჩნდა ეს ბავშვი ასეთიო. მოკლედ, ვერ შეიყვარეს თეკლა. ერთფეროვანმა სისტემამ, საზოგადოებამ  ვერ შეიყვარა განსხვავებული ბავშვი და ინკლუზიური სწავლების მულტიდისწიპლინურ საბჭოზე ადრე კლასელების მშობლებმა გამოუტანეს განაჩენი. იმ ჩხუბის შემდეგ თეკლა სკოლიდან გაიყვნეს და სახლში გამოკეტეს.

არადა, თეკლას “დაწყებითების” მასწავლებელი იხსენებს, რომ პატარა ლამაზი, ცისფერთვალება გოგო სპეციალურად მისთვის შედგენილ გეგმას თავს ართმევდა. წერაც ისწავლა, კითხვაც, ანგარიშიც, ქცევაც ადექვატური გაუხდა, საკლასო აქტოვობებშიც ერთვებოდა. თანაკლასელებიც მართებულად რეაგირებდნენ მის ქცევებზე. რა უნდა მომხდარიყო შემდეგ, ერთი მასწავლებლისგან ბევრ მასწავლებელთან რომ მოხვდა თეკლა? იქნებ სტიგმა, რომ ამისგან არაფერი გამოვა; იქნებ უნდობლობა – ამან რა უნდა ისწავლოს; იქნებ ურთიერთობის არ ცოდნა – არ ვიცი ამას რა მოვუხერხო;  იქნებ შიში – ის განსხვავებულია;

ან იქნებ უბრალოდ უსიყვარულობა?

საქართველოში 10 000 შშმ ბავშვია დარეგისტრირებული. გაცილებით მეტი – სარაუდოდ, 34 000 ბავშვი “უხილავია”. ეს ნიშნავს რომ ოჯახი მათ არ აჩენს.. მალავს.. ესირცხვილება ბავშვის გამოჩენა, რადგან ის არის განსხვავებული. ერთფეროვან საზოგადოებას კი განსხვავებული ბავშვები არ უყვარს. აი, როგორც თეკლა ვერ შეიყვარეს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s