საზოგადოება · სოციალური

– არ მოგწონს? წადი!

საყიდლებზე დავბოდიალობდი. ერთ-ერთ მაღაზიაში გოგო შემოვიდა. კართან, გარეთ პატარა ბიჭი დატოვა, 6-7 წლის. მენეჯერს მოკრძალებულად ჰკითხა ვაკანსია ხომ არ გაქვთო. მკვახე უარი არ გაკვირვებია. ზრდილობიანად გაიღიმა, მოიბოდიშა და გავიდა. მეც გავედი.
– აქაც არაო, დე? – ჰკითხა ბავშვმა. არაო! -სუნთქვას ამოაყოლა იმ გოგომ. მუშაობას რო დაიწყებ, ტყლარწს მიყიდი? – გიყიდი დედი, ცოტაც და ვიპოვი რამეს. – მიიხუტა შვილი და აწყობილი ნაბიჯით გაუყვნენ პეკინს.

კი არ შემეცოდა. მომინდა, იმ ბავშვისთვის მეთქვა, რომ ყველაზე მაგარი დედა ყავს მსოფლიოში და აუცილებლად იპოვის კარგ სამსახურს.
კიდევ ერთ ფაქტს შევესწარი იმ დღეს. კონსულტანტის ვაკანსიაზე გოგონა მივიდა მაღაზიაში, გასაუბრებაზე. “10 საათის განმავლობაში დაჯდომის ან კედელზე მიყუდების უფლება მექნება?” – კითხულობს სამსახურის მაძიებელი. მერე მოაყოლა, ძველი სამსახურიდა ამ მიზეზით გამომიშვეს, დაჯდომა დამაბრალეს, არადა არ დავმჯდარვარო.
ჰოდა, შემრცხვა. იქნებ როგორ სტკივათ ხოლმე ფეხები, როცა მე, ცალწარბაწეული, ღიმილს ვითხოვ მათგან. იქნებ ისე აწუხებს ხერხემალი, კედელზე მიყუდება მთელ სიცოცხლეს ურჩევნია. 10 საათი ფეხზე დგომა ადვილი ხომ არ არის. სულ რომ არაფერი გააკეთო, 10 საათი ფეხზე როგორ უნდა იდგე?!
ახალგაზრდა ქალები შემოვიდნენ მაღაზიაში. რამდენიმე წუთი ათვალიერებდნენ პროდუქციას. კონსულტანტი მიუახლოვდათ, მიესალმათ და ზურგს უკან, შორიახლოს დაიწყო მოძრაობა. ცამოწმენდილზე ერთ-ერთი ქალი მიუბრუნდა და დამცინავად ეუბნება: “რა ძაღლივით დაგვდევ, გვაცადე რა თვალიერება!!!” გაოგნდა გოგო, გაწითლდა სიბრაზისგან. მენეჯერს გახედა. გამოსცილდიო. თვალით ანიშნა უფროსმა. ქალებმა სიცილ-კისკისით დატოვეს მაღაზია.
მძიმე სურათი იყო. რა საშინელი პირობებია მომსახურების სფეროში მეთქი გავიფიქრე. მერე იმაზე დავფიქრდი, ასეთ სამსახურზეც რამდენი ოცნებობს – მეთქი. ალბათ, იმ გოგოს კარდაკარ სიარულით შვილთან ერთად რომ ეძებდა შემოსავლის წყაროს, დაგზავნილ CV-ებზე არავინ გამოეხმაურა. ალბათ, როგორ ჭირდებოდა სამსახური. თუნდაც, თვეში 300 ლარიანი სამსახური.
სამსახური რომ არ ჭირდებოდეს, არც ჩემი ერთი მეგობარი მოითმენდა, რასაც ითმენს. ცნობილი ბრენდის მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს. საწყობში გასაყიდი ტანსაცმლის დაფასოების დროს კიბე გატყდა და დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. თავი დაარტყა. მხარი გადაიტყავა. შუბლიდან სისხლი სდიოდა. აბა, გამოიცანით მენეჯერის რეაქცია. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა? არა! სახლში გაუშვა! არა. უჰ, ეგ არაფერიო. მეორე კიბე ამოატანინა. ამით ისარგებლე, დროზე დაასრულე რაც დაიწყე და გამოდი დარბაზშიო. საწარმოო ტრავმა და შრომის კოდექსი რომ უხსენეს, იკივლა. “არ მოგწონს? წადი!”ორ თვეში ხელშეკრულების ვადა გეწურება და აღარ გინდა გაგირძელოთო?!

ეს ამბები “ფრესკოს” თანამშრომლების წერილმა გამახსენა.
ეს ადამიანები, უმდაბლეს ხელფასზე კონსულტანტებად ან მოლარეებად რომ მუშაობენ, 18-30 წლის გოგო-ბიჭები არიან. ხშირად იმაზე განათლებულები, ვიდრე მათ თანამდებობას ჭირდება. ხშირად იმაზე დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე ამ სამსახურებში შეუძლიათ გამოავლინონ.
მესმის, რომ ბიზნესს თავისი კანონები აქვს. მესმის, რომ თუ “უპატრონო” ხარ ამ ქვეყანაში რამეს რომ მიაღწიო, სტაჟიორად/უხელფასოდ მუშაობით უნდა დაიწყო, თუ დამსაქმებელს უნდა, საათში ერთხელ გაჯგიმულმა ჰიმნიც უნდა იმღერო და დასაცინი გახდე, მაგრამ … თუ ბიზნესი არ იგრძნობს პასუხისმგებლობას თავის თანამშრომლებზე, თუ არ მისცემს ცოტათი უფრო ადამიანურ შრომის პირობებს, ეს გოგო-ბიჭები ასაკის მატებასთან ერთად ძალიან ახლოს ჩაუვლიან სოციალურად დაუცველთა რიგებს და რისკები, რომ შეურთდნენ ამ რიგებს ძალიან მაღალია. თუ ამ გოგო-ბიჭებმაც ხელი სახელმწიფოსკენ გამოიშვირეს, მერე მათი პრობლემების მოგვარება იქნება უფრო ძნელი. ისინი არიან ბევრნი.
ამაზე უნდა იფიქროს ბიზნესმა და სახელმწიფომ.

24 thoughts on “– არ მოგწონს? წადი!

  1. სასტუმრო თბილისი მარიოტში 9 საათი ვიდექი ფეხზე, რეგისტრატურის თანამშრომელი ვიყავი, ასეთი იყო წესი, არც ცვლებში მუშაობა იყო ადვილი როცა ტრანსპორტირება შენი საზრუნავია, ყველაზე საზიზღარი რეკომენდაცია დავაწერინე წამოსვლისას, რომ არასოდეს მივბრუნდე, 1 წელი გავძელი მხოლოდ

    Like

    1. ფრესკოს მფლობელის გამოქვეყნებული წერილი გამახსენდა სათაურით__ არ გინდოდა რძე და ყველი??
      ვინც მიმიხვდით მიამთავრეთო..
      მე რატომ შემრცხვა არ ვიცი,მაგრამ როცა სულ ვამბობ რომ კულტურის დეფიციტი ყველგან იგრძნობა_ აი ეს არის : ჩვენი ქვეყანა,მთავრობა,მმართველი,მეპატრონე,მერია,გამგეობა,ქუჩა ,ეზო,მაღაზია___ ყველგან კულტურის დეფიციტია!!!

      Liked by 1 person

  2. slot klub 777ianebshi vmushaobdi (samgorshi) da 12 saatis ganmavobashi 5wutit rom damesvena smenis ufrosistvis unda metxova. iq jojoxetia. ar arsebuli mizezbis gamo giwren jarimas gamshaveen mteli tve mere mogidzebnian ragaca mizezss da an mteli xelfasi unda datovo an samsaxuri. zustad aseti sadisturi pirobebis gamo usamsaxurod vzivar dgesac saxlshi… imedi maqvs rom ragaca sashveli iqneba da ukan ouxedavat gaviqce am upatrono qveynidan.. 😦

    Like

    1. მძიმე მდგომარეობაა, ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავს ადამიანი ამ სტატიას. ისიც მესმის, რომ ბიზნესი მაღალ ხელფასს ვერ სთავაზობს და კონკურენტუნარიანიც რომ უნდა იყოს. ამ ქვეყანაში ძალიან უნდა მოინდომო, რომ ასეთ სიღარიბეში აცხოვრო მოქლაქეები. მგონია რომ მიზანმიმართულად ხდება ხალხის დაკნინება-გაქცევა საკუთარი ნებით. სანამ ბანკები % არ დაწევენ, რომ ხალხმა ფულით ისარგებლოს და ადგილობრივი წარმოება არ გვექნება, მანამდე საშველი არ გვექნება.

      Like

    2. პრობლემა ისაა, რომ ბევრი ამას ითმენს; გასაგებია ვისაც შვილები ჰყავთ და დახმარებით გარედან არავინ ეხმარება შეიძლება ბევრნაირ სამსახურში წახვიდე; მე პირადად 22 წლის რო ვიყავი ათი წლის წინ ვალებიც გვქონდა და ოჯახის შემოსავალი მარტო საჭმელზე თუ გვყოფნიდა , ვიყავი ბევრ გასაუბრებაზე, ზოგან არ მიმიღეს და სადაც მიმიღეს და მივხვდი, რომ მონად ქცევას მიპირებდნენ ეგრევე წამოვედი, ერთგან ფულის მითვისება დამაბრალეს და ბევრი ბოდიშის მერე მაინც წამოვედი, ერთგან დამიყვირეს რაღაც დიდი მიზეზის გარეშე და იქიდანაც წამოვედი და ერთგან კიდე 1 თვე უხელფასოდ უნდოდათ მემუშავა და თან ბევრ რამეს მავალებდნენ, იქაც ვიმუშავე 2 დღე და წამოვედი; და მიკვირს რატომ ითმენდა და ითმენს ამდენი ხალხი ამდენს უფროსობის მხრიდან? როცა საჭირო იყო მე ვეპასუხებოდი კიდეც უფროსს და თავზე არავის ვაჯენდი, თუ იცი რო კარგად მუშაობ, მოვალეობებს პირნათლად ასრულებ რატო აჯენ ვინმეს თავზე და ბევრის უფლებას აძლევ შენს უფროსობას? ასე მასიური პროტესტი თუ იქნება და თანამშრომლები ყველგან ხმას ამოიღებენ თავისი უფლებების დასაცავად ასეთი უფროსები თანამშრომლებს საიდან აიყვანენ? ნუ ბევრი სამწუხაროდ ასე ფიქრობს, ოღონდ სადმე ვიმუშავო სულ რო არაფერი დამრჩეს; თუ იმუშავებთ სამსახურში სადაც ხელფასიც დაბალია, უფროსი სულ გიყვირით და დაძაბული გრაფიკია ადრე თუ გვიან ეს ჯანმრთელობაზე აისახება და მარტო დღევანდელი დღით ცხორება არ შეიძლება; ერთობაა საჭირო ყველაფერში

      Like

  3. ერთ-ერთ დაწესებულებაში ამიყვანეს მენეჯერად (დაკონკრეტებისგან თავს ვიკავებ), თვე ნახევარი მამუშავეს, კვირაში 50 საათი. ხელშეკრულებას რატომ არ მიდებთ თქო უფროსს რომ ვეკითხებოდი მზადების პროცესშია ტექსტიო (ვითომ შაბლონი არ ქონდა). საბოლოოდ გამოვიდა რომ მამუშავეს ბევრი, მიწევდა დღის განმავლობაში ქუჩაში გასვლაც, გავცივდი, კვებაზე დავხარჯე მთელი დანაზოგი და თვე-ნახევრის თავზე გამომაგდეს იმიტომ რომ 10 წუთი დამაგვიანდა… ესეც ჩვენი ბედნიერი ქვეყანა )))

    Like

    1. რომ არ ვასახელებთ კომპანიებს და ისევ ხელს ვაფარებთ იმიტომაა ასეთ დღეში რომ ვართ

      Like

  4. ჩემი 22 და 24 წლის შვილებიც, რომლებიც მაგისტრატურას ამტავრებენ დღემდე უმუშევრები არიან.სივების გაგზავნას რაც შეეხება ვინ დათვლის რამდენი აქვთ გაგზავნილი, აზრი? არავინ ეხმიანებათ. გუშინ მეუბნებოდა ჩენი გოგონა, დე, ეტყობა სურათი არ მოსწონთ შევცვლი მაინცო. თუ მინისტრი ბიძები არ ჰყავთ ტვინით გატენილი ახალგაზრდები უმუშევრები უნდა იყვნონ? როდემდე?

    Like

    1. ხალხო დაბეჩავდით?რა დაგემართად?რატომ ითმენთ ამდენ დამცირებას და უსამართლობას?ამოიღეთ ხმა ყველამ ერთად,გაერთიანდით დიდი და პატარა,ახალგაზრდებს მონის ფსიქოლოგიას რომ უყალიბებენ ვერ ხვდებით?ისპობა ერის მომავალი,ეს ნიჭიერი ერი მომსახურე პერსონალად რომ გადაგვაქციეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნია გარეთ აკვირდებით ამას?ქვეყნის შიგნით ხომ მაინც ჩვენი სამშობლოა,შეებრძლოეთ მაგ გარეწრებს,გადაუწვით და ნაცრად უქციეთ ეგ ხალხის მონობით დაგროვილი ქონება,რომ იქნებ ჭკუაზე მოვიდნენ😢😢😢

      Like

  5. 1. თუ არაფერი იცი პრეტენზია ნუ გექნება.
    2. მეც და ჩემ გარშემო ბევრი ახალგაზრდაც მშვენივრად ცხოვრობს საკუთარი განათლების ხარჯზე. არც მე მყავს მდიდარი ნათესავ-ნაცნობები და არც მათ.
    3. უმუშევრობის დროს სახლში ჯდომისას რამე ისწავლეთ. პროგრამირება, დიზაინი, ინგლისური.
    4. შედით jobs.ge-ზე და ნახავთ ვაკანსიების რაოდენობას.

    Like

    1. ბევრი სამსახური მაქვს გამოცვლილი, მაგრამ არსად არ ჩაუწყვია არავის საქმე, ყველგან ჩემით ვიმკვიდრებდი თავს, თუ მიზანი გაქვს და იბრძვი მიზნისთვის, აუცილებლად გაგიამრთლებს. ბევრჯერ დავრჩენილვარ უმუშევარი (ჩემი გადაწყვეტილებით), მაგრამ უკეთესი მინახავს შემდეგ

      Like

    2. ფიქრობთ რომ რაც ვაკანსიები დევს ყველა რეალურია? ბლეფია 90% მანდედან… და გამართლებაზეა ისიც თუ ვინმემ დაგირეკა…

      Like

  6. romel vakansiebs dges rom miivedi ert vakansiaze da rom mitxres yovel meore game imushaveb 15 saatiani grafikit da 250 lars mogcemt xelfasoo im vakansias. shromisunariani da sakmaod ganatlebuli adamiani var chemi jipa 3.9 aris umagles qulebze davamtavre universiteti. gacvlit programebshi maqvs migebuli monawileoba da sertipikatebi sad wavigo ar vici da meubnebit rom mshvenieri situaciaa. chems irgvliv yvela aseaa da tqven ra garemoshi xart manaxet iqneb mec gamimartlos

    Like

    1. რა პროფესიის ბრძანდებით ქალბატონო ანი?

      Like

  7. მეც არ მაქვს სახარბიელო სამსახური, თუმცა რასაც ვკითხულობ და მესმის, მადლობა უფალს იმისთვის რაც მაქვს, ყველას უსურვებ სასურველი სამსახურის და ანაზღაურების მიღებას. იმდენის მაინც, არსებობისთვის რომ აუცილებელია და არავინ დაგამადლის, წარმატებები!

    Like

  8. Da chikaidze iyo ministri da axla ki cxobrobs tkbilad da bednierad isev tbil skamze moadgilisa.realuri qartuli zgapris happy endi

    Like

  9. Gaixaret am statiistvis!!! Martalia kvelaperi da zalian mixaria, Rom daicket amaze saubari! Exla Germaniashi vcxocrob da aqaur shromis Kulturas, dasaqmebulta uplebas Rom vukureb, guli mikvdeba chvens tanamemamuleebze:(:(:( 18-20 clis axalgazrdebi Ariano cerdit, hoda am pirobebit an saertod sheazuleben patiosan shromas, an kidev gaaboroteben cxovrebas:(:(:( gmertma gvishvelos kvelas! TU xma iqneba kidev amosagebi tqvens gverdi migulet.

    Like

  10. ორი სამსახური გამოვიცვალე ზუსტად მაგ “არ მოგწონს? წადი!-ს” გამო :/ ორივეგან მონური მუშაობა იყო,9-10საათი ფეხზე გვიწევდა დგომა,ყუთების თრევა,დალაგება,ხეხვა,გლეჯვა,სალაროსთან ყოფნა,დარბაზში ყოფნა…თუ მენეჯერი საჭიროდ ჩათვლიდა ცალი ფეხი ერთ ფილიალში მექნებოდა,მეორე ფეხი მეორე ფილიალში და ამ ორ ფილიალს შორის არსებულ სხვა ფილიალებშიც უნდა მემუშავა,ეს ყოველგვარი სარკაზმისა და იუმორის გარეშე.მაშინს skyler new york-ს 10 ფილიალი ჰქონდა.დღის განმავლობაში ძალიან ხშირად წავსულვარ გლდანის ფილიალიდან პეკინის ფილიალში,ან პეკინის ფილიალიდან აღმაშენებლის ფილიალში,მერე ისევ უკან პეკინზე,მერე ისევ რომელიმეში.ეს ხვდებოდა კვირაში მინიმუმ 2ჯერ…მეორე სამსახურშიც იგივე პრობლემა,მივიდოდი პეკინზე გამიშვებდნენ ვაკეშ,მერე უკან პეკინზე,მერე ისევ ვაკეში…შეიძლება მთელი კვირა ისე გასულიყო და ისე მემუშავა მენეჯერი და დირექტორი ორჯერ ჰა,ჰა სამჯერ მენახა.მაღაზიასაც მე გამაღებინებდნენ და სრულიად მარტოც ვიმუშავებდი 9საათის განმავლობაში ანუ დარბაზშიც ვიქნებოდი,სალაროსთანაც,საწყობშიც,დავალაგებდი კიდეც თუ საჭირო იქნებოდა აღწერასაც გავაკეთებდი ოღონდ მუშაობის პარალელურად.სრულიად მარტოს ბევრჯერ ისე მიმუშავია რომ ტუალეტში ვერ გავსულვარ,იმიტომ რომ მაღაზია ვერ დამიკეტია.მოუნდებოდა მენეჯერს დილით ერთი საათით ადრე მიმიყვანდა,მოუნდებოდა მენეჯერს საღამოს ერთი საათით გვიან დამაკეტინებდა მაღაზიას.დილის ოთხ საათზე განგაში ჩაირთვებოდა? კეთილი უნდა გენება გამოფხიზლებულიყავი,ტაქსი გაგეჩერებინა,გასულიყავი,გამოგერთო,გენახა რომ მშვიდობაა,(ნუ თუ მშვიდობა არ იქნებოდა და ვინმე მოგკლავდა არც ეგ არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას),ისევ ტაქსი გაგეჩერებინა,წამოსულიყავი,2საათში გაგეღვიძა და ისევ სამსახურში წასულიყავი.მენეჯერს მოშივდებოდა? მაღაზიაში უნდა გავქცეულიყავი და მექსიკური კარტოფილი და ლორი მეყიდა და აბა ღმერთი გამწყრომოდა და ოდნავ ცივი მომეტანა.ანგარიშზე შემოაკლდებოდა? კონსულტანტი გაიქცეოდა და ჩაურიცხავდა.დაბადების დღე მოდიოდა? გვაიძულებდა ფული აგვეკრიბა და რაც უნდოდა ის გვეყიდა.რამოდენიმეჯერ უარი რომ განვუცხადე საჭმლის მოტანაზე,მაკიაჟის გაკეთებაზე,ფეხის გულების მასაჟზე და ჩემი საკუთარი უფლებები დავიცავი პასუხი იყო იგივე “არ მოგწონს? წადი!” და რატომღაც ყველა უფროსს და ყველა მენეჯერს ჰგონია,რომ არსად არ წახვალ.მიუხედავად იმისა,რომ ორივე სამსახური ძალიან მჭირდებოდა მაინც საკუთარი თავმოყვარეობა,კეთილდღეობა,ნერვები და ჯანმრთელობა ვამჯობინე და წამოვედი…რასაც მოჰყვა გაუთავებელი ათი დღე მაინც იმუშავე ვინმე რომ მოვძებნოთ,ორი კვირა გვაცადე და ა.შ. რა თქმა უნდა ერთი საათიც არ მიმიცია იმისთვის რომ ვინმე მოეძებნათ.
    ასეა ჩემო კარგებო,ჩვენთვითონ თუ არ ვიზრუნეთ საკუთარ თავებზე,ჩვენ თუ არ ვეცით პატივი საკუთარ თავს და კიდევ უამრავი ჩვენთვითონ… არაფერი არ გვეშველება.მთავარია ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯი და კიდევ სხვა ჩვენნაირს გვერდში დავუდგეთ. როდესაც თქვენი თანამშრომელი თავის თავში იმის ძალას იპოვის,რომ სისტემას წინ აღუდგეს თქვენც გვერდით უნდა დაუდგეთ,მხარი დაუჭიროთ და გახსოვდეთ რომ ძალა ერთობაშია. თორემ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს რომ ვერ მოიყვანს მეც კარგად მომეხსენება და თქვენც.

    Like

  11. es gatavxedebuli da puait gazuluqebuli qartveli pexebit unda dakido da matraxi urtya. metichara matrabaza da taxsiri uprosebi, tavshi rom diva aqvt, miecat sashualeba da kamandroben…..tavze daamxet magasin da arc shegeshindet tanamshromlebo. maseti yeyechi uprosebi rogorc wesi mshishrebic arian….puf,puf

    Like

    1. Vaime.guli gacherda……agar shemizliaaaaa…….es ra.sashineleba wavikitxe,ar vizi ra vtqva…..es ra.gvchirs turme da ar vizodi…

      Like

Leave a reply to Nino Cancel reply