საზოგადოება

სად გაიზარდე?!

პირველად მასწავლებელმა უთხრა, სად გაიზარდეო და კუთხეში დააყენა!!
მერე, ცუდი ნიშანი რომ მიიღო, მამამ წაუთაქა სად გაიზარდეო, დედა შეაგინა, სიგარეტს მოუკიდა და გამწარებულმა აივნიდან გადაანერწყვა.
მერე სკოლიდან გამოპარული სადარბაზოში რომ ეწეოდა და იგინებოდა, მეზობლის ქალმა ჩაუარა ბუტბუტით, სად გაიზარდეო და გვარიანად მიაწყევლა.
მერე, პატარა შვილს დაარტყა და აბობოქრდა ერი, სად გაიზარდაო.
მერე მოხუც ბებოს თოფი ესროლა და ახლა ამაზე ატეხეს აურზაური, სად გაიზარდეო.


და სად გაიზარდა?! ან ვინ გაზარდა?!

… 
ყველაფერი დაიწყო იმით, ახლად ენა ამოდგმულს “დედა”-სთან ერთად “დედა მოვ**ან” რომ ასწავლეს. სურათის გადასაღებად მშობლები პირში სიგარეტს ჩაჩრიდნენ ხოლმე. თვითონაც ეწეოდნენ, სახლშიც, ლიფტშიც, მანქანაშიც, ბავშვის გარეშეც და ბავშვის თანდასწრებითაც. რომ წამოიზარდა და მოწევა დაიწყო, ცემით აუჭრელეს გვერდები. ამიტომ ეჩქარებოდა გაზრდა, მასაც რომ ჰქონოდა წესების დარღვევის უფლება.
სკოლაში მიეჩვია, რომ ხანდახან დაგვიანება “მოსულა”, გაცდენაც, მით უფრო თუ არდადეგები ხუთშაბათს იწურება. რაკი გუშინ გაიძახა მასწავლებელმა, დღეს შეუძლია არ იმეცადინოს და ა.შ.

“ბუნწიაღში” დროს ტარებასაც მაშინ მიეჩვია. ხან მამას დაყავდა ძმაკაცებთან ერთად ტყეში სამწვადაოდ, ხან საგანმანათლებლო ექსკურსია გადაიქცეოდა ხოლმე შეჟუჟუნებული დედების ღრეობად. ნაკვერჩხლის განაპირას ნასუფრალის დასუფთავება აზრადაც არ მოსდიოდათ დანაყრებულ ზრდასრულებს.

ქუჩის გადაკვეთასაც მაშინ მიეჩვია. მთელი ბავშვობა ტრასაზე მოძრავ მანქანებს შორის დაძვრებოდა მშობლებთან ერთად. “აბა, აყროლებულ მიწისქვეშაში ხომ არ ჩავალო, ამ სიმაღლე ხიდზე რა ავაო, სანამ ზებრამდე მივალ, აქვე გადავირბენო” – იძახდა დედა.
აფთიაქში რომ შევიდოდნენ მშობლები არასოდეს კითხულობდნენ ვინ იყო ბოლო. ბავშვთან ერთად თავისებურად “იკავებნენ რიგს” – ანუ დგებოდნენ მათზე ადრე მისულების გვერდზე და ცოტა უფრო წინ. მერე თხის შეუვალობით უტიფრად, ჯიქურ მიიწევდნენ დახლისკენ.
მისი მშობლები რაგბისტებივით ერკინებოდნენ მეტროს ვაგონიდან ამაოდ გამომსვლელებს და ხელჩაკიდებულ ბავშვს მთელი ძალით ექაჩებოდნენ თავით რომ გაერღვია ხალხის ტალღა.
მისი მშობლები უკან მიმავალ ადამიანებს ცხვირწინ უჯახუნებდნენ “კარებს”. უცაბედად, სხვა ვინმე თუ გამოჩნდებოდა ღია კარი რომ დაეჭირა მათთვის, ისე ჩაუვლიდნენ, უბრად, მხარსაც გაკრავდნენ, თითქოს ვალდებული ყოფილიყო ის “ვინმე” დაეცადა, კარი გაეღო და “welcome” ეთქვა.
გაიზარდა ასე: ბუნებრივი მოთხოვნილება შეაწუხებდა ქუჩაში? – იქვე მოაშარდინებდნენ. ნერწყვი მოეჭარბებოდათ? – იქვე გადააფურთხებდნენ, სიგარეტი მოუნდებოდათ? – იქვე მოუკიდებდნენ, ნარჩენები შეაწუხებდათ? – იქვე დაყრიდნენ, გზაზე გადასვლა მოუნდებოდათ – იქვე გადავიდოდნენ? საცობი იყო? – უწყვეტ ხაზს გადაკვეთდნენ და ჩაეკვეტებოდნენ სადმე, უცაბედად გამოჩენილ “დირკაში”. ვერ შეთანხმდებოდნენ მშობლები – გაიმართებოდა ოჯახური ცემა-ტყეპა. დედამთილი გააბრაზებდა დედამისს? – ბებიის ლანძღვას მოასმენინებდა შვილს? სიმამრი აწყენინებდა მამამისს? – მამა-პაპის დაჭმას უყურებდა ბავშვი.
მერე გაიზარდა, მოხუცი ბებო “ხუმრობით დააწიოკა”. ისევ აჯანყდა ხალხი, სად გაიზარდეო?!. ზრდილობა არ გასწავლესო?!
– ასწავლეს, ოღონდ თავისებურად! 

და მან ვერ გაიგო, რატომ ეკითხებოდა ხალხი სად გაიზარდეო!

 

 ჩვენში უზრდელობა განსხვავებული სტანდარტებით ფასდება … 

5 thoughts on “სად გაიზარდე?!

  1. ზუსტად არის ნათქვამი! ბორხესის “გარეწარი ქალი” გამახსენდა, ყველას სხვაზე უნდა დანაშაულის გადატანა და თავის გასპეტაკება სურთ!

    Liked by 2 people

  2. ჩემი სათქმელიც თქვი შენ! ჭეშმარიტებაა, ეს ჩვენ გავზარდეთ ჩვენ ვზრდით და ჩვენ გავზრდით, მაგრამ მარტო გაზრდა რა ბედენაა აღზრდა არ უნდა დაგვავიწყდეს თუმცა ყველაფერი ისევ შენი პოსტის არსამდე დადის, ჩვენ თუ ვერ ვივარგებთ ჩვენი შვილებიც შესაბამისად უარესს იზამენ…

    Liked by 2 people

  3. ეს როგორ გამომეპარა ძაან
    მაგარია მეგ👍💞 ბევრმა ზრდასრულმა უნდა წაიკითხოს..ყველას თავის საქციელი რომ უბრუნდება უკან შვილის ქცევის სახით და მაინც ვერ ხვდებიან მიზეზს …..

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s