განათლება · საზოგადოება · სოციალური

უმუშევრობა, სოფელი და შესაძლებლობები

გული მიწუხს ისეთია ქართული სოფელი.
სახურავგადახუნებული, მეორე სართულ გაულესავი სახლებით; ადგილ-ადგილ მოხრეშილი ორღობეებით; უწესრიგო, ოღრო-ჩოღრო ღობეებით, ღამით მთვარის ანაბარად მიტოვებული ქუჩებით; მეორადი ტანსაცმლისა და ლილოდან ჩატანილი საჩუქრების მაღაზიებით, ნისიებით რომ არსებობენ; ტალახიან ნაკელში ამოზელილი რეზინის “კალოშებით”; დაძველებული საოჯახო ნივთებით; ნაადრევად დაბერებული, კბილებგამოცლილი, დარდისგან სახე შეცვლილი ადამიანებით; შრომისგან კანგაუხეშებული ქალებით; მძიმე საქმისგან იძულებით დაკუნთული კაცებით, უმეტესად ბირჟაზე გაზრდილი შვილებით, სამსახური რომ საჩუქარი გონიათ და ისე ოჯახდებიან, მრავლდებიან ხვალინდელ დღეზე ფიქრი საიდან უნდა დაიწყონ, არც იციან.
სტუმრად მივედი. მიწაზე მუშაობა არ უნდაო – შემომჩივლა ბავშვობის მეგობრის დედამ. არ ეხმარებაო მამას. დაცვაში მუშაობს, 250 ლარი აქვს ხელფასი – გზაში და სიგარეტში არა ჰყოფნისო. შეყვარებული ყავსო, 30 წლისაა, მაშ რა ქნასო. მეც ხო მინდა შვილიშვილიო. მერე 250 ლარით როგორ უნდა იცხოვროს-მეთქი. აგე, მაგისი ბიძაშვილი გამგეობაში მუშაობს, რა ხანია პირდება სამსახურს, მაგრამ არაფერიო. “გამგეობა” ყველაზე პრესტიჟული და პერსპექტიული სამსახურია სოფელში. მოვიდა ისიც. კარგია რო გამოგვიარეო, გხედავ ხოლმე ხანდახან ტელევიზორში, ისე მიხარია შენი დანახვა, რაზე ლაპარაკობ აღარ მესმისო – შემომღიმა. რას საქმიანობ მეთქი – სამ დღეში ერთხელ ერთი “სუტკა” ვმუშაობ, დანარჩენი მძინავს ან ვქეიფობ, ჩვენი ამბავი ხო იციო. სამ დღეში ერთხელ რა გაქეიფებს, პროფსასწავლებელში მაინც ისწავლე, ვენახი გაქვს, საფერავი გიდგას, მასწავლებელი სახლში გყავს, მარკეტინგის წიგნიც რო გადაშალო, აღარც 250 ლარზე მოცდები, აღარც სუბსიდიაზე იფიქრებ, უფრო ძვირად გაყიდი მეთქი ღვინოს. ვინ იყიდის ჩალის ფასი ააქვსო. იმოდონა მოვლა უნდაო ვაა.. შენ რა იციო, შორიდან თქმა ადვილიაო! – შემეკამათა- ჩემ ადგილას ვერც შენ იზამდი ვერაფერსო! შენ ადგილას რომ ვიყო, მოვძებნიდი პროფსასწავლებელს, სადაც ღვინის ტექნოლოგია ისწავლება, ვისწავლიდი მარკეტინგს, მოვიფიქრებდი საფირმო სახელს მამაშენის დაყენებული ღვინისთვის, მივიდოდი დიდ ქარხნებთან, მოველაპარაკებოდი ჩამოსხმაზე, ჩავაწყობდი ჩანთებში და დავივლიდი ბარ-რესტორნებს მეთქი. გაეცინა. რას დაარქმევდიო? პატარ-პატარა ქვევრებში ჩამოვასხამდი და “განსხვავებულს” დავარქმევდი მეთქი – ნაუცბათევად ენაზე მომდგარი ვუთხარი. კარგია ისე, ხო იციო, – გაიღიმა. მარა ეგეთი ადვილი მაინც არ არისო.

ვერ შევძელი, ვერ დავიყოლიე.. 

გული მიწუხს ისეთია ქართული სოფელი. სავსე უიმედო და უპერსპექტივო ახალგაზრდებით, იშვიათად თუ გამოერევა მშრომელი და მოტივირებული გოგო/ბიჭი. სხედან და ელოდებიან სამსახურს. არადა ყავთ რამდენიმე სული ძროხა, ათობით ქათამი, ცხვარი ან ღორი. აქვთ ყანა, ვენახი, ხშირად თავისუფალი მიწაც. მე რომ სოფელში ვცხოვრობდე და ახალგაზრდა ვიყო ოჯახის ერთი წლის მოსავლით მარკეტინგთან ერთად ვისწავლიდი მეცხოველეობას, ვეტერინარიას, აგრონომიას, სასურსათო საქმეს ან მეღვინეობას. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაწყობდი ჩემ საქმეს და ჩემ ცხოვრებას სუფთა ჰაერზე.
მე მაინც მიყვარს სოფელი, დაღლილი და ლაღი ადამიანებით. ფიანდაზების მოლოდინში სამ დღეში ერთხელ რომ ქეიფობენ და ხელფასის ოდენობით არ ზომავენ ბედნიერებას.

 

6 thoughts on “უმუშევრობა, სოფელი და შესაძლებლობები

  1. არადა დღეს ზუსტად ამ დეპრესიის ფონზე შეიძლება წამოიწყო ძალიან მაგარი მეურნეობა სოფელში და იშოვო დიდი ფული. სახელმწიფოს ბრალია ელემენტარული ინფრასტრუქტურა ვერ შეუქმნა ეს წლებია სოფლებს, ქაღალდზე დაწერილი პროეკტებიც არ არგიათ არაფერში.

    Like

    1. გამგეობები ნეპოტიზმის ბუდეა. სოფელზე ზრუნვა ვისაც ეკისრება, ის ვერ აკეთებს საქმეს.

      Liked by 1 person

  2. რა კარგად წერ მეგი.მოკლედ და კონკრეტულად… ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ.ყველას სატკივარი გულთან მიგაქვს და ყოველთვის გამოძებნი გამოსავალს. ეეჰ,ყველა რომ შენსავით აზროვნებდა,აშენდებოდა სოფელი. ვამაყობ შენით!!! ❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s