უტაქტო, დროის უაზროდ გასაყვანი და გამაღიზიანებელი შეკითხვები:
- სამსახურში რა ხდება?
- ხელფასი რამდენი გაქვს? / გყოფნის?
- არ თხოვდები?
- ცოლი როდის მოგყავს?
- გათხოვილი ხარ?
- შეყვარებული როდის უნდა გაგვაცნო?
- ქორწილს იხდით? არა. რატომ?
- როდემდე უნდა იაროთ ასე?
- ასე მალე როგორ გადაწყვიტეთ?
- ბიჭს ცოლი არ უნდა მოაყვანინო?
- გოგოს არ ათხოვებ?
- კარგ ოჯახში მოხვდა?
- რა გვარები არიან?
- ბავშვს არ აპირებთ?
- თავს იცავთ/ რითი?
- შენ კიდე ფეხმძიმედ ხარ?
- გოგო გინდა თუ ბიჭი?
- ბავშვს არ ნათლავ?
- დაიკო/ძმაიკო როდის უნდა გაუჩინო?
- მესამეს არ აპირებ, ძმა არ უნდათ გოგოებს?
- დედა უფრო გიყვარს თუ მამა?
- დედამთილი გეხმარება?
- ბებიის სახელი რატომ არ დაარქვით?
- ცალკე რატომ ცხოვრობთ?
- თქვენ რამდენ ოთახიანში ხართ?
- ცოლს/ქმარს რატომ გაშორდი?
- სექსი გაქვთ თუ ქორწილს ელოდებით?
- შენ ისევ ქალიშვილი დადიხარ?
- ქალებში გაიარე უკვე?
- ჩვენთან რატომ არ მოდიხარ?
- რამდენი კილო ხარ?
- რატომ ხარ ასეთი გამხდარი/მსუქანი?
- როდემდე უნდა მოიკლა თავი შიმშილით?
- გვიან რომ სვამ ყავას, როგორ იძინებ?
- რა გაჩუქა?
- ფეისბუქზე რატომ არ მიმატებ?
ვაი..