განათლება

მორჩილების გაკვეთილები

პრეზიდენტი რომ შევარდნაძე იყო და განათლების მინისტრი თუ არ ვცდები კვაჭანტირაძე, გაკვეთილების დროს ორჯერ გაგვიყვანეს ქუჩაში მოსწავლეები. ერთხელ ნურსულთან ნაზარბაევი ჩამოფრინდა, მეორედ ალიევი.. ჩვენი ფუნქცია აეროპორტის ტრასის პირას ჩამომწკრივება, პრეზიდენტების ესკორტის ლოდინი და გადაკეტილ გზაზე გამოჩენილი მანქანებისთვის ხელის დაქნევა იყო. . . ვიდექით ბავშვები ასე ჩამწკრივებული  ორხევიდან სამას არაგველამდე და ზოგი სიხარულით, ზოგი ნაძალადევად პატივს მივაგებდით ბატონ სტუმრებს. ჩვენ გვესმოდა, როგორ ბუზღუნებდნენ მთელი გზა მასწავლებლები და ვხედავდით, როგორი გაბადრულები იქნევდნენ ხელს ესკორტის გამოვლისას. ეს იყო დიდი გარდასახვა. სამსახიობო მასტერკლასი ქართულის, მათემატიკის, ისტორიის, ხატვის თუ ფიზ.კულტურის მასწავლებლებისგან. ეს იყო პრაქტიკული ნიმუში, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდე, როცა სისტემა გთხოვს მორჩილებას.

და დღესაც სკოლა ყველა საგანზე უკეთ მორჩილებას ასწავლის.

ერთი თვის წინ რუსთავის სკოლაში საატესტაციო გამოცდების დამკვირვებლების გამოსაკვებად მოსწავლეებს 2-2 ლარი მოსთხოვეს. გამოცდაზე მისულ უფროსკლასელებს გვერდით საკლასო ოთახში სახელდახელოდ შეერთებულ მერხებზე სუფრაც გააშლევინეს. „საქმეშიც“ ჩაეთვალათ და მოსწავლეებიც „გაანათლეს“, როგორ გაეფინონ ფიანდაზად გავლენიან პირებს, რომ უკეთესად თუ არა სტაბილურად მაინც იყვნენ მომავალში..

ჩვენი რეალობაა სასკოლო გარემო, სადაც „მეორე განყოფილების“ ეპოქა ჯერ არ დასრულებულა! სადაც მუდმივად ისჯებიან ურჩები და წახალისებულნი არიან მორჩილები! სადაც კანონიერი ავტორიტეტები მოითხოვენ უსიტყვო მორჩილებას! სადაც ასაკით თუ იერარქიით უფროსთან კამათი უზრდელობად ითვლება! სადაც, ავტორიტეტებს უფლება აქვთ გამოიყენონ ირონია, ხმამაღალი სიტყვა და სიძულვილის ენა! სადაც უხვად არიგებენ იარლიყებს! სადაც არ აქვთ საწინააღმდეგო აზრის მოსმენის სურვილი და მისი გააზრების უნარი! სადაც სიმშვიდეს არღვევს კრიტიკა! სადაც შეპასუხებას ენის ტლიკინი ქვია. სადაც რაიმე ნიშნით გამორჩეული თითით საჩვენებელი ხდება! სადაც ცდილობენ, განსხვავებული გახადონ ჩვეულებრივი!

დღემდე ასეთია ჩვენი დაფინანსებული საჯარო სკოლა. ბიუროკრატიული, წინ კუს ნაბიჯით მიმავალი – ცოტა გულანთებული და ბევრი გაღიზიანებული თანამშრომლით, რომლებიც მუდმივად მზად არიან ჩაგიტარონ მორჩილების გაკვეთილები.

2 thoughts on “მორჩილების გაკვეთილები

  1. თქვენ არ გისწავლიათ საბჭოთა სკოლაში, არ გიცხოვრიათ პროვინციაში და არ იცით, რომ გაკვეთილებიდან გაყვანა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგალითად, ოქტომბრის თვეში სიმინდის მოსავლის ასაღებად გაყრიდნენ ბევშვებს ყანებში. მერე ნოემბრის დიადი რევოლუციისადმი მიძღვნილი პარადზე მაშირებისთვის მზადება იწყებოდა, სავარაუდოდ, მთელი ოქტომბერი. დაქირავებული ჯეელი ან სულაც ფიზკულტურის მასწავლებელი სიცხესა და წვიმაში გვასწალიდა ამას. მერე მანდარინის სეზონი მოდიოდა და მანდაც ბაშვები ეხმარებოდნენ ქვეყანას. ზამთარში კიდევ მუსიკალური ოლიმპიადებისთვის იწყებოდა მზადება და ამ სტროფების ავტორის ტანჯვის დღეები დგებოდა. უხმო და უსმენო (თანაკურსელებმა დასვეს ეს დიაგნოზი დიდი ხნის შემდეგ) არსებას დილიდან საღამომდე უნდა მემღერა სკოლის გუნდში. გაზაფხული მკვდარი სეზონი იყო. თუ არ ჩავთვლით რამე ყრილობას, სადაც დეკლამატორი ბავშვები სჭირდებოდათ ლექსების საჭექად.9 მაისისთვის ისევ იწყებოდა საპარადო მარშირებები და სიხარულები. მერე მოდიოდა ზაფხული და ან დაფნის ან ჩაის საკრეფად წალალავდენ საწყლებს. მართალი გითხრათ, ჩემი მოწოდებით მუქთახორობის და ე.წ. პრეტენზიული მშობლების გამო ყანებსა და შრომით სემესტრებში არ მივლია(მინდოდა კი, საოცარ სახალისო რაღაცებს ყვებოდნენ კლასელები), მაგრამ პარადებზე, ოლიმპიადებზე, ყრილობებზე უარი არ გამოდიოდა და ვეც პრეტენზიული მშობლები მშველოდნენ. მანდარინზე ნებით გავრბოდი. 🙂 . ჰო, ბასეინი დამავიწყდა. უზარმაზარი, საკავშრო მასშტაბის ბასეინი გვქონდა რაიონში და ისიც გვიხეხია ე.წ. ,,ნედეთი”. არ დაიჯერებთ და ჩაგვყრიდნენ 1-ლი და მე-2 სკოლის მოსწავლეებს და სულ კაფელ-კაფელ მოგვიზომავდნენ. მინდა გითხრათ, დიდი მხიარულება და ამბები იყო. როდისღა ვსწავლობდით? კარგი კითხვაა. ამასა და იმას შორის.

    ბოლო შარი ადმინისტრაცია+მშობლისგან 2012 წლის სექტემბერში მქონდა. დაატარებდნენ ბაშვებს მიშას მიტინგებზე. ერთი გოგონა არ გავუშვი გაკვეთლიდან, შემაჯამებელს წერდა, არადა მშობელი იყო მოსული და ავტობუსი ელოდათ, ანაკლიაში უნდა წასულიყვნენ პრეზიდენტთან შესახვედრად. რა დროს შემაჯამებელი და ლიტერატურა იყო. მოვლენათა განვითარებას მიხვდებით, ალბათ.

    უარესი, ამაზრზენი და გახმაურებული მიზეზითაც გაიყვანეს ახლახან.არა, არ გაუყვანიათ, დასვენების დღეს წაიყვანეს. რომ გავაპროტესტე სადამრიგებლოს ბავშვების ამ მიზნით წაყვანა, ,,ეს შენ არ გეხება, დირექტორი რომ იქნები, მერე ჭედე კანონები” მივიღე პასუხად. დირექტორი კიდევ ასეთი პროტესტების გამომთქმელი ვერასდროს გახდება. ის მართლა ,,გამოჭდავს კანონებს” და უნდა ეგ ახლა სამინისტროს?
    და კიდევ, სად ხდება ეს, სად ჰყოფნით 2-2 ლარი? 😉

    Liked by 1 person

    1. https://m.facebook.com/story.php?story_fbid=865123250251514&id=100002615408303&__mref=message_bubble

      აი, საიდან იწყება. ამათ რომ კითხო ზეციურ საქმეს ემსახურებიან. ისიც არ იციან რომ საბჭოთა კავშირი დამთავრდა და ახლა დემოკრატიაა ქვეყანაში

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s