საზოგადოება

ჟურნალისტები ბეწვის ხიდზე

აბიტურიენტობის დროს, რომ მკითხავდნენ, სად აბარებო და ვუპასუხებდი ჟურნალისტიკაზე მეთქი, უკვირდათ. შენ რანაირი ჟურნალისტი უნდა იყო, ჟურნალისტები უფრო მოძრავები, ხმაურიანები, «თავხედები» არიანო. შენ უფრო მასწავლებელი ან ექიმი უნდა იყო, ბავშვების ექიმიო 🙂 მეცინებოდა ამ სტერეოტიპზე – ჟურნალისტი უნდა იყოს თავხედი! რატომ ვითომ? ჟურნალისტი რომ იყოს მომზადებული? ჟურნალისტი რომ იყოს მოვლენებში გაცნობიერებული? ჟურნალისტს რომ შეეძლოს ხელშეკრულებების, ტენდერების, აუდიტის დასკვნების, კვლევის შედეგების «გაშიფვრა»? ჟურნალისტს რომ შეეძლოს თავისი კავშირებით მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია? ჟურნალისტს რომ შეეძლოს წივილ-კივილის გარეშე შეუქმნას მასალითვის საჭირო «დისკომფორტი» რესპოდენტს? არ შეიძლება? მე ასე მესმოდა და ახლაც ასე მესმის ჟურნალისტიკა. მაგრამ ვიღაცამ ხომ შექმნა მითი ჟურნალისტების «ძლევამოსილების» შესახებ.

არც თუ იშვიათად ადამიანებს გადაჭარბებული წარმოდგენები აქვთ თავიანთ პროფესიულ შესაძლებლობებზე. ჩემი დაკვირვებით განსაკუთრებით დიდი ამბიციები აქვთ მასწავლებლებს, ექიმებს, პოლიციელებს, ჟურნალისტებს და სამღვდელოებას. დავიწყებ ჟურნალისტებით, თუმცა ადვილი არ არის კოლეგებსა და საკუთარ თავზე სახალხოდ წერა

პროფესია ჟურნალისტი- ზოგადი აღწერა:  ოდესღაც ყველა ჟურნალისტს გვასწავლეს, რომ თუ კარს არ გვიღებენ, ფანჯრიდან უნდა შევიდეთ. ჩვენც ვირწმუნეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ჟურნალისტის პროფესია ადვილი არ არის. ხშირად სამსახურში თენდება და კიდევ ღამდება, აქვე ვიცვლით და ვწესრიგდებით, დაგვაქვს ქუსლიანი ფეხსაცმელი და კეტები. დილით თითქმის არასოდეს ვიცით სად მოვხვდებით შუადღეს – მთაში, ზღვაზე, მეტროში, პარლამენტში, სამინისტროში, საელჩოში, ჩხუბში, საპროტესტო აქციაზე თუ საზეიმო მიღებაზე. ვმუშაობთ თემებზე რაც ვიცით და რაც არ ვიცით. ვსვამთ ჭკვიანურ და სულელურ შეკითხვებს. ხან ჩავდივართ სიღრმეებში, ხან დავიდავართ ზედაპირზე.  საათობით ფეხზე დაყუდებულები ველოდებით სასურველ რესპოდენტს 10 წამიანი პასუხის მისაღებად. ვმუშაობთ სანამ საქმე გვაქვს. თუ საქმე არ გაქვს, ე.ი. ცუდად მუშაობ! – ესეც დაუწერელი კანონია ჩვენში. ამიტომ დასვენების დღეებშიც მუდმივ რეჟიმში მოგვეთხოვება ინფორმაციას იღებდამუშავებავრცელებ. ასეთია ჩვენი ცხოვრების წესი.

საზღაურიამ ყველაფრისთვის ზოგს მეტს უხდიან, ზოგს ნაკლებს; ზოგი ძვირადღირებულ სასტუმროებში და «ივენთებზე» დადის, ზოგს მოკვლით ემუქრებიან, ზოგისთვის ტრამპლინია, ზოგისთვის ორმო. ზოგი გავლენიან ადამიანებს ეტმასნება და გზის გაკვალვას აგრძელებს, ზოგისთვის მართალი სიტყვიის თქმაა მთავარი.  ასეთია ეს პროფესია, განსხვავებულ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და ყველა ისე იყენებს მას, როგორც წარმოუდგენია და გამოსდის. ასე რომ მუდმივად ყოყლოჩინობა, რა გმირები ვართ ჟურნალისტები, ცოტა გადაჭარბებული მგონია. მითუმეტეს, რომ ჩვენს სინამდვილეში იმ ბეწვის ხიდზე, რომელზეც ჟურნალისტი უნდა დადიოდეს, სულ უფრო იშვიათად გადის ვინმე. ისინიც ცოტა ხნით. 

One thought on “ჟურნალისტები ბეწვის ხიდზე

  1. მღვდლობა ურთულესი პროფესიაა, ეკონომიკის და თეატრალური უნივერსიტეტის დიპლომით თავისუფლად გაქაჩავ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s