საზოგადოება

სკოლა – ლიმუზინი – შარვალი და კოსტუმი

მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე. შემრცხვებოდა მოსწავლეების და მათი მშობლების.  რაც ჩემგან სკოლის კედლებში უნდა მიეღოთ,  რეპეტიტორებისგან რომ ისწავლეს. რაშიც სახელმწიფომ მე ხელფასი გადამიხადა, იგივე ცოდნის ყიდვა მშობლებს რომ სხვაგან მოუხდათ. რა დროშიც მე უნდა მესწავლებინა, ის პერიოდი უშედეგოდ დასრულდა და დამატებითი დროის დახარჯვა მოუხდათ ბავშვებს.

ვერ წავიდოდი ბანკეტზე და ჩემ „ქეიფ-დროს ტარებაში“ კიდევ დამატებით   ვერ დავახარჯინებდი ნასესხებ ან სიმწრით ნაშოვნ ფულს მოსწავლეების მშობლებს.

გულშემოყრილი დამხვდა ჩემი სტილისტი. გამოვკითხე, რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი. ჩაეცინა, ჩემი ბიჭი სკოლას ამთავრებს და საბანკეტოდ 400 – 400 ლარს აგროვებენო. დამრიგებელს უთქვამს, ყველა მასწავლებელი უნდა დავპატიჟოთ და ლიმუზინები ვიქირაოთო. თან შარვალ-კოსტუმიც საყიდელი გვაქვს და ვის ვესესხო ფული, იმას ვფიქრობო. გლდანში ხდება ეს.

რა ბანკეტი, რა მასწავლებელი, რა ლიმუზინი, რა შარვალ-კოსტუმი..

თუ დედამიწაზე არ ვარ „შემომილაწუნეთ“ !

18 thoughts on “სკოლა – ლიმუზინი – შარვალი და კოსტუმი

    1. საინტერესოა მაინც რამდენი გადაუხადა სახელმწიფომ პედაგოგს? იცით მაინც რამდენია პედაგოგის ხელფასი? მხოლოდ მშობელი გამოიმუშავებს ” სიმწრით” და პედაგოგს “იოლად” მოსდის თანხა??? თუ როგორ გავყვეთ თქვენს მსჯელობას??? რა შუაშია ბანკეტი და “შარვალ კოსტუმი”?! ჩაცმას რაც შეეხებამ, მგონი ის უფრო უხერხულია სკოლის მოსწავლეს რომ გაცილებით ძვირადღირებული ბრენდული სამოსი აცვია და ბოლო თაობის მობილური აქვს, ვიდრე პედაგოგს… კმარა პედაგოგებისკენ ლაფის სროლა. ის სახელმწიფო თქვენ რომ გეცოდებათ, საკმაოდ დიდ საშემოსავლოს იღებს პედაგოგისაგან და სანაცვლოდ არცერთ ქვეყანაში არნახულ მიზერულ ხელფასს უხდის… 😦

      Like

      1. თქვენ შესაძლოა არ წასულიყავით, ეგ არაა მთავარი! მე კი ავუხსნიდი უფრო მნიშვნელოვან საქმეში დაეხარჯათ ძლივს ნაშოვნი ფული ❤

        Like

      2. სახელმწიფო რომ არ უხდის ხელფასს ამიტომ არ უნდა ასწავლო მომავალ თაობას? დანაშაულია ეს და მეტი არაფერი. ცოტაა ხელფასი და წადი უკეთესი ნახე

        Like

      3. #Tamuna მაგ საშემოსავლოს ყველა საჯარო მოხელისგან იღებს სახელმწიფო. გასაგებია რომ პედაგოგს არაადეკვატურად დაბალი ხელფასი აქვს, გეთანხმებით რომ მეტს იმსახურებენ, მაგრამ მოდით ნურც იმას დაივიწყებთ რომ პედაგოგები, დღეს თავის საქმეს პირნათლად არ ასრულებენ (ყველაზე არ მაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი). რატომ უნდა დაპატიჟონ ყველა მასწავლებელი და რატომ უნდა ქონდეს ბანკეტზე 400 ლარი ბავშვს გადასახდელი? პედაგოგს დაბალი ხელფასი აქვს და ბავშვის მშობელს ციდან მოაქვს თანხები? თქვენ ეს ნორმალური გგონიათ? დიახ მე თავის დროზე რეპეტიტორი დამჭირდა გარკვეულ საგნებში და ეს ჩემი პედაგოგების ბრალი იყო, იმ პედაგოგების, რომლებიც გაკვეთილზე თავიანთ პირად ცხოვრებას განიხილავდნენ სკოლის მოსწავლეებთან, ნაცვლად იმისა რომ ქიმიაზე და ისტორიაზე ესაუბრათ. ელემენტარული ეთიკა და სამსახურეობრივი პასუხისმგებლობაა ეს და აქ მისი ხელფასი არაფერ შუაშია. პასუხი დამსაქმებელს უნდა მოკითხონ და ბავშვების განათლებაზე მათი სარგოს ოდენობა არ უნდა აისახებოდეს. პედაგოგს თავისი ვალი ბოლომდე უნდა ქონდეს გაცნობიერებული, უნდა იაზრებდეს რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია, მომავალ თაობას ზრდის… ხხელფასზე კი პრეტენზია ბავშვებთან და მათ მშობლებთან კი არა, შესაბამის მოხელეებთან უნდა ქონდეს! რაც შეეხება მოსწავლის ბრენდულ ჩაცმულობას, ეს ყველას პირადი საკითხია, ვის რა ეცმევა… მაშინ შემოიღოს სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ფორმები და აღარ გექნებათ მაგაზე გართულება. მოსწავლის ტანისამოსი განათლების მიწოდებასთან არანაირ კავშირში არ არის. აი ბანკეტის არაადეკვატური მოსაკრებელი კი პირდაპირ პედაგოგის მოთხოვნიდან მოდის, თვითონ დადოს ერთბაშად 400 ლარი, მიხვდება რამხელა გარღვევა იქნება “ჯიბის”, კარგია ხომ ბავშვების ხარჯზე გართობა?!

        Like

  1. თქვენ შესაძლოა არ წასულიყავით!! მე კი ავუხსნიდი უფრო მნიშვნელოვან საქმეში დაეხარჯათ ძლივს ნაშოვნი ფული.

    Like

  2. xelfasi rom ar mogwont pedagogebs imitom xart bavshvebis momzadebaze gadasuli da sul ar gainteresebt skolashi moswavle ras izavs ai asea gadabmuli sistema. samwuxarod garbixart saxlebshi da tavsa agar tvlit valdebulad damatebit auxsnat bavshvebs ver gagebuli sakitxi. ai es aris realoba.

    Like

    1. Bavshv ma Gakvetilze unda mousminos da tu ver gaigo iq unda dasvas kitxvebi. Mshoblebs rom gatutucebuli yavt bavshvebi eg ufro aris mizezi.

      Like

  3. თითქმის მარტალს ამბობ მაგრამ გავიწყდება რომ ნებისმიერი მასწვლელბელი მისი აღზრდილის ქვეყანაში ცხოვრობს.. ანუ რა ვირიც გაზარდე ის ვირი აირჩია მთავრობაში და ისე ვირულად ცხოვრობ.. და თუ ხელფასი არ გყოფნის და მაგიტომ ვერ ასწავლი ..უპრიანია შეიცვალო პროფესია ვიდრე ვირი გაზარდო და ვირულად გაცხოვროს..

    Like

    1. ბევრი საჯარო სკოლა ნიჭიერ და მშრომელ ბავშვებს ეძებს და ლამის ერთმანეთს ართმევენ (არამარტო ვეკუას და კომაროვის სკოლები). სამინისტრო წარმატებულ ბავშვებს საზაფხულო ბანაკებში ასვენებს. ვირს თუ შეუშვებ ბ-ნო გიორგი, ჩვენი საჯარო სკოლებიდან კი არა სორბონადანაც ვირი გამოვა, ვირი გინდა ღობის იქეთ დააბი გინდაც აქეთ მაინც ვირი იქნება. რაც შეეხება ხელფას მასწავლებელს მენაგვეზე 2-ჯერ ნაკლები არ უნდა ქონდეს თუ სოციალური ნაგავი არ გინდა დაგიგროვდეს, არც დამდგარი (გაჩერებული) ტაქსის მძღოლი უნდა იღებდეს მეტს (1 საათის ლოდინში რამდენს გართმევს? პედაგოგს რას უხდიან საათში?) და პედაგოგობა მარტო გაკვეთილით არ შემოიფარგლება. ნათლიასაც ვერ დაავალებ შენს შვილს ნუ აჭმევ და ჩემსას მიხედეო (მაგრამ ამის ცოდნა შემფასებლის განათლებასაც მოითხოვს) რაც შეეხება ბანკეტებს და ლიმუზინებს ფული თუ არ მაქვს დამრიგებელმა კი არა სასამართლომ რომ დამაძალოს ვერ გადავიხდი და არც შემრცხვება. პროფესია რომ შევიცვალა და სკოლას დაანება თავი სახლში მიაკითხეს გვიშველე და შვილი გვიმეცადინეო, მერე კი რეპეტიტორს ეძახდნენ 🙂

      Like

  4. Tamuna არც სხვებს აქვთ მაღალი შემოსავალი ერთეულებს თუ არ ჩავთვლით მაგრამ მეტიჩარა ბავშვებისა და მშობლების გამო ,,იწეწებიან” რომ თანატოლებს არ გამოაკლდნენ. სახელმწიფოს და საშემოსავლოს რაც შეეხება ყველა თანაბრად იბეგრება 20%-იანი გადასახადით და ხელფასებიც მიზერული აქვთ სხვა ქვეყნებთან შედარებით. მგონი შეიძლება ბანკეტების ნაცვლად რამე სხვა მოიფიქრონ

    Like

  5. რამდენსაც არ უნდა უხდიდნენ, მასწავლებლის მოვალეობა შეუსრულებელი რჩება. დღესდღეობით თთზე ჩამოსათვლელ საჯარო სკოლაში შეძლებს ბავშვი განათლების მიღებას იმ დონეზე, რომ ნორმალურად ჩააბაროს საატესტატო გამოცდები, ეროვნულზე საუბარი აღარაა. მაღალ კლასებში საერთოდ არავინ იწუხებს თავს, რომ რაიმე აგიხსნან და გასწავლონ. მხოლოდ საქართველოში შეიძლება მედლის ყიდვა ძვირიანი შოკოლადებიით და შამპანიურებით, ყოველწლიური საჩუქრებით პედაგოგისადმი მოსწავლეების მშობლების არანაკლებ მიზერული ხელფასით 🙂

    Like

  6. საინტერესოა ამ პედაგოგმა რატომ ვერ ასწავლა თავის მოსწავლეებს – თავად არ ქონდა ცოდნა თუ საგაკვეთილო პროცესში თავად ეს ბავშვები იქცეოდნენ ისე, რომ მასწავლებელს ახსნის საშუალებას არ აძლევდნენ?! მე თვითონ პედაგოგი გახლავართ და ზუსტად ვიცი ათიდან ცხრა მასწავლებელს გულითა და სულით უნდა საკუთარი მოსწავლეები ყველაზე კარგები იყვნენ, მაგრამ ეს არ გამოდის მოსწავლეების უდისციპლინობის გამო (რომელშიც მშობლებსაც მიუძღვით “მცირე” წვლილი მაინც).

    პ.ს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნებ სულ სხვა რამეში იყო საქმე…

    Like

  7. au mokete vighac xar ra ert kvabshi xarshav kvela maswavlebels! titkos bavshvebi angelozebi ikvnen 70% arafris gaketeba ar unda! . visac swavla unda skolashic swavlobs!tanac maswavleblis xelfasebs gadaxede ena romn dagigrdzelebia da maswavlebeli usaqmuri da uunaro arseba gamogkavs! (tumca arian cudebic magram ara kvela!)

    Like

  8. ratom landzgavt am mascavleblebs,tqven tviton mascavleblebma araperi ar gascavlat? ra banketi da ra dapaseba,ram sshegazizgat es mascavleblebi ase?

    Like

  9. მასწავლებლების შესახებ აღარ ვისაუბრებ. გასაგებია რა კატეგორიებადაც ვყოფთ. ახალ-ახალი კატეგორიებიც კი გამოჩნდება.
    სულ ერთი კითხვა მაწუხებს. მოსწავლეთა ზოგიერთი ნაწილი არაფერს არ სწავლობს და ზრდილობა და დისციპლინა არ გააჩნიათო. პირველ კლასიდანვე ასეთი ხომ არ იყო? მაშინ როდის ,,გაგვიფუჭდა” ესა თუ ის მოსწავლე? ???????

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s