საზოგადოება

მე 90-იანების ბავშვი ვარ

1989 წელს 6 წლის ვიყავი. ახალგაზრდებით სავსე თეთრი “ნივა” გაჩერდა ჩვენი კორპუსის ეზოში. დიდი გოგო-ბიჭები ღია ფანჯრებიდან დროშებს აფრიალებდნენ და ერთხმად გუგუნებდნენ “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”.. ეს კადრი ნათლად ჩამრჩა გონებაში.

IMG_0040.jpg

მერე იყო 9 აპრილი. დედაჩემი ცრემლებით განიცდიდა მომხდარს, პაპა ბუხუნებდა მაშ რა გეგონათო! არ დავნებდებითო – შეუპოვრად იძახდა დედა. ერთი წლის შემდეგ მესამე შვილი გააჩინა და შავლეგო დაარქვა.
მერე დაიწყო ომი..

92-ში ფილტვების ანთება დამემართა. ჩემი ექიმი, რეზო ლაბაძე ვერაზე ცხოვრობდა. მამა ვერ რისკავდა გარეუბნიდან ჩემ გაყვანას. დედას არ ეშინოდა ტყვიის. სასტუმრო ოთახში ვისხედით და მშობლები კამათობდნენ რა უფრო საშიში იყო ბავშვისთვის, ფილტვების ანთება თუ რუსთაველზე ტყვიების წვიმაში გავლა. დაღამდა. ხველამ მიმატა. სხვა გზა არ იყო- ექიმამდე უნდა მივსულიყავით. მამამ რუსული 01 დაქოქა. დედას ურჩია სავარძელს მაქსიმალურად აკვროდა, მე ფეხებთან ჩავიკუზე. არ მახსოვს ვნერვიულობდი თუ არა. ალბათ არა. მერე დავინახე ჰაერში წითელი ბურთები ხმაურით დაფრინავდა. ტყვიები ყოფილა. არ ვიცოდი. დედის კალთაში მოკუნტულს უფრო დამახრევინეს თავი. უხმოდ მივედით ექიმამდე.

….

დედისერთა 31 წლის მამაჩემი ომში იწევდა. მისი მეგობრები იბრძოდნენ. მასაც ჯარისკაცის ფორმა ეცვა. იარაღი შემოსასვლელში ეკიდა. 3 შვილის მამას ომში წასვლის ნებართვა არ მისცეს. დედა სულ შიშობდა მაინც წავაო.

….
9 წლის ბავშვი კარადის თავზე ხელებს ვაფათურებდი. რკინის ნივთი მომხვდა ხელში, ავიღე, ზაზამ მიყვირა დადე ეგ “ლიმონკააო”. “ლიმონკის” მეტი რა მენახა, მაგრამ ეს სხვანაირი იყო, ჯავშანი არ ქონდა. შევაშინებ მეთქი ვიფიქრე. გესვრითქო. ატირდა ზაზა, დამიჯერე მართლა ლიმონკააო. დავუჯერე და დავდე, ხრახნი ყოფილა. გადავრჩით მე და ზაზა.

….

 

მერე მამამ ჩემ ძმას ხის ავტომატი მოუტანა. შეხედულად ჩვეულებრივი “კალაშნიკოვი” ყველაზე პოპულარული სათამაშო იყო უბანში. შესაბამისად ზაზა თანატოლებში პულარული ბიჭი გახდა. ხან ვინ ეთხოვებოდა, ხან-ვინ. ჭორად გავიგეთ, მეზობელი უბნის დიდ ბიჭებს ხის “ავტომატით” რამდენი “ბუტკა” დაეყაჩაღებინათ ღამით.

….
ქალაქში ომი იყო. ჩვენ მაინც ეზოში ვთამაშობდით. ვიცოდით უნდა შეგვშინებოდა თუ ვინმე უცნობი კანფეტს ან ნაყინს შემოგვთავაზებდა. ჩვენ არ გვეშინოდა ტანკის, რომლითაც ჩვენი მეზობელი დადიოდა. აი ასე, ჩვეულებრივ ტანკით მოდიოდა ხოლმე ეზოში. თუ ვინმე უბნის წესებს დაარღვევდა ან ბავშვებს თამაშში შეგვიშლიდა ხელს, იმ საღამოს საბრძოლო მანქანის ლულა მისი ფანჯრებისკენ იქნებოდა მიშვერილი.

 

ისიც, ვიცოდით, ჩვენ რომ უსაფრთხოდ გვეთამაშა, სხვა ბავშვების მამები ომში იხოცებოდნენ და ეს ბრძოლა თავისუფლებამდე მისაღწევი ხიდი იყო.
ეს გზა ჩვენზე გავიდა.
მე 90-იანების ბავშვი ვარ.
მე ძვირად მიღირს დამოუკიდებლობა.

 

3 thoughts on “მე 90-იანების ბავშვი ვარ

  1. sruli cheshmaritebaa chemo Megi.rac shen dawere,igive gadavitanet chvenc.me veraze samshobiaroshi viweqi patologiur ganyofilebashi,1990 wlis 5 ianvari iyo,gagania omi tbilisshi…am dros Givi da Nino modiodnen chemtan yoveldge(Nino mamis gareshe ar cherdeboda saxlshi da udidesi riskis fasad,tyviebis zuzunshi modiodnen chems sanaxavad…eeeh zalian znelia am yvelafris mogoneba,magram chemtvis is wlebi mainc ubednieres wlebad darcha,radganac mere uaresi ram gadavitanet…yochag shen aset karg,shinaarsian werilebs rom wer!!! miyvarxaaaaaaaaaaar!!! ❤

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s